კილიან მბაპე
Aa
Aa

ბაიერნთან არ ითამაშებს - მბაპეს 3 კვირა გაუცდება

„პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავმა, კილიან მბაპემ ტრავმა მიიღო და გუნდს 3 კვირით გამოაკლდა. ფრანგულმა გრანდმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დაადასტურა ის, რაც ბოლო საათების განმავლობაში, უცხოურ პრესაში იწერებოდა.

„გამოკვლევების შემდეგ დადგინდა, რომ მბაპემ ბარძაყის კუნთი დაიზიანა. მოსალოდნელია, რომ ის 3 კვირას გამოტოვებს“, - ნათქვამია „პარკ დე პრენსის“ ბინადრების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენს“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ურთულესი დაპირისპირება ელის და „ბაიერნს“ გაეჯიბრება. პარიზელები პირველ შეხვედრას 15 თებერვალს გამართავენ და ფონს გასვლა კილიანის გარეშე მოუწევთ. განმეორებითი მატჩი 9 მარტსაა ჩანიშნული.

როგორც მოგეხსენებათ, მბაპემ დაზიანება „მონპელიესთან“ გამართულ შეხვედრაში მიიღო. ფრანგმა სუპერვარსკვლავმა პენალტი გააცუდა, 21-ე წუთზე კი, მოედნის დატოვება მოუწია. „პარი სენ-ჟერმენის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ სერხიო რამოსს, რომელსაც ასევე ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, დამატებითი ტესტები ჩაუტარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანდრეი შევჩენკო: „არ დაუშვათ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ოლიმპიადაზე“
ანდრეი შევჩენკო: „არ დაუშვათ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ოლიმპიადაზე“