ბექა მიქელთაძე
Aa
Aa

ტურის საუკეთესო გოლებს შორის მოხვდა - მიქელთაძის აღიარება ავსტრალიაში

ავსტრალიის A ლიგის მე-14 ტურში, „ნიუკასლ ჯეტსმა“ შინ „ბრისბან როარი“ 4:0 დაამარცხა. მესამე გოლი ქართველი ფორვარდის, ბექა მიქელთაძის ანგარიშზეა, რომელმაც მეტოქის კარი ულამაზეს სტილში აიღო და მისი აღნიშვნისას კრიტიკოსებს გაჩუმებისკენ მოუწოდა.

ავსტრალიის ჩემპიონატს მისი ბრწყინვალე დარტყმა უყურადღებოდ არ დაუტოვებია და ის ტურის საუკეთესო გოლებს შორის დაასახელა. მიქელთაძის გოლის გარდა, იენი ნგბაკოტოსა და კატრინა გორის მიერ შეგდებული ბურთები გამოარჩიეს და გულშემატკივრებს თავიანთი ფავორიტის დასახელების შესაძლებლობა აქვთ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ბექამ 12 შეხვედრაში 3 გოლი შეაგდო. „ნიუკასლ ჯეტსს“ რაც შეეხება, მიქელთაძე და კომპანია ავსტრალიის 12-გუნდიან ჩემპიონატში რამდენიმე გუნდთან ერთად მე-6 პოზიციას იყოფენ. 18 ქულაა ბაჩანა არაბულის „მაკარტურის“ ანგარიშზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სიტუაცია გართულდა - ლეაოსთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკება შეჩერებულია
სიტუაცია გართულდა - ლეაოსთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკება შეჩერებულია