ხვიჩა კვარაცხელია, ჯანლუკა მანჩინი
Aa
Aa

რომას მცველი: „გეტყვით, კვარა როგორ შეაჩეროთ“

„რომას“ მცველმა, ჯანლუკა მანჩინიმ „ნაპოლიზე“ ისაუბრა. იტალიელი ფეხბურთელი DAZN-ს ელაპარაკა და დაასახელა გზა, რომლის დახმარებითაც „კვარას“ შეჩერებაა შესაძლებელი.

„როგორ შევაჩეროთ კვარა? ამის გაკეთება გუნდური მუშაობითა და კონცენტრაციის ბოლომდე შენარჩუნებითაა შესაძლებელი. არასდროს უნდა დანებდე. ნაპოლის რაც შეეხება, პარტენოპეის შესანიშნავი ფეხბურთელები და ძლიერი გუნდი ჰყავს და მათთან აუცილებელია, საფინალო სასტვენამდე თამაშში დარჩე“.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში, კვარაცხელიამ 16 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა. საგოლე პასების რაოდენობით, იგი ერთ-ერთი ლიდერია და პირველ ადგილს სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩთან იყოფს. „რომასთან“ „კვარა“ კიდევ ერთხელ გამოირჩა და ვიქტორ ოსიმენს უპასა.

ცნობისთვის, „ნაპოლის“ 53 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. „პარტენოპეი“ უშუალო კონკურენტს, „ინტერს“ 13 ქულით უსწრებს და მომდევნო შეხვედრას 5 თებერვალს, „სპეციას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩვენ ვართ გუნდი, რომელმაც ნაპოლი ყველაზე მეტად შეაშინა“ - მოურინიო
„ჩვენ ვართ გუნდი, რომელმაც ნაპოლი ყველაზე მეტად შეაშინა“ - მოურინიო