ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

რომას წინააღმდეგ ნაპოლის სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

იტალიის სერია A-ს მე-20 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „რომას“ დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე 1 საათით ადრე ნეაპოლიტანური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ სასტარტო შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ქართველი შემტევიც გვხვდება.

შეგახსენებთ, რომ გრიპის გამო ხვიჩამ „ნაპოლის“ ბოლო ორ შეხვედრაში ვერ მიიღო მონაწილეობა - ჯერ „კრემონეზესთან“ სათასო დაპირისპირებაში, შემდეგ კი სერია A-ში, „სალერნიტანას“ წინააღმდეგ.

ცნობისთვის, შეხვედრა დღეს, საქართველოს დროით 23:45 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები