ხელშეკრულება გაფორმებულია - დიდი ცვლილებები სანაკრებო ფეხბურთში
სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, CONMEBOL-მა და ჩრდილოეთი და ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების საფეხბურთო კონფედერაციამ, CONCACAF-მა სტრატეგიული შეთანხმება დადეს. რამდენიმე წუთის წინ, ოფიციალური განცხადება გავრცელდა და იმ ცვლილებების შესახებ გვაუწყეს, რომლებსაც უახლოეს პერიოდში ვიხილავთ.
თანამშრომლობის დაწყების მიზანი ორივე რეგიონში ფეხბურთის გაძლიერება და განვითარებაა. შეთანხმების მიხედვით, ორგანიზაციები ახალ საფეხბურთო ტურნირებს, როგორც კაცთა და ქალთა სანაკრებო დონეზე, ისე საკლუბო დონეზე დააარსებენ.
Conmebol and Concacaf have signed a strategic collaboration agreement to strengthen and develop football in both regions.
— Concacaf (@Concacaf) January 27, 2023
→ 2024 CONMEBOL Copa America
→ 2024 Concacaf W Gold Cup
→ New club competition
More info ???? https://t.co/9q6iMhcj7p pic.twitter.com/CqQ41adHYw
როგორც გაირკვა, 2024 წელს გასამართ კოპა ამერიკას აშშ უმასპინძლებს და ტურნირში მონაწილეობას CONMEBOL-ის 10 წარმომადგენელი მიიღებს, მათ კი სტუმრის სტატუსით CONCACAF-ის 6 გუნდი დაემატება. სტუმრის სტატუსით მოასპარეზე გუნდების ვინაობა 2023-24 წლების CONCACAF-ის ერთა ლიგაზე გაირკვევა.
ამასთან, CONMEBOL და CONCACAF ორგანიზებას გაუწევენ „ფინალური ოთხეულის“ მსგავს საკლუბო ტურნირს, რომელშიც მონაწილეობას კონფედერაციების საუკეთესო კლუბები მიიღებენ. მათი შერჩევა ზემოთ ხსენებული ორგანიზაციების ეგიდით გასამართ ტურნირებზე მოხდება და სავარაუდოდ, სადებიუტო გათამაშებას 2024 წელს ვიხილავთ.