ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

გამოკითხვა სერია A-ს მწვრთნელებს შორის - ხვიჩა სეზონის აღმოჩენად დაასახელეს

იტალიურმა სააგენტომ, Italpress-მა ტრადიციული შუასასეზონო გამოკითხვა ჩაატარა და სერია A-ს მწვრთნელებს თავიანთი რჩეულების დასახელება სთხოვა. იტალიური კლუბების თავკაცებმა სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტი დაასახელეს და გასაკვირი არაა, რომ ეს ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლია“.

„პარტენოპეი“ სპეციალისტთა უმრავლესობამ გამოარჩია, ნეაპოლელთა თავკაცმა, ლუჩანო სპალეტიმ კი პასუხს თავი აარიდა. იგივე გააკეთა „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ, „მილანის“ თავკაცმა, სტეფანო პიოლიმ კი განაცხადა, რომ ფსონს საკუთარ გუნდზე ჩამოდის.

სერია A-ს თავკაცებმა მიმდინარე სეზონის აღმოჩენაც დაასახელეს და ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩიეს. „კვარას“ ხმა 10-მა მთავარმა მწვრთნელმა მისცა და მის გარდა, სკალვინი, ბასკიროტო, კარლოს აუგუსტო და ოსიმენი გამოარჩიეს. ყველაზე პროგრესირებად გუნდს რაც შეეხება, ეს ტიტული ლუჩანო სპალეტის „ნაპოლიმ“ დაისაკუთრა.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 15 მატჩში 7 გოლი შეაგდო და 7 საგოლე პასი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ საგოლე პასების რაოდენობით სერია A-ში მეორე ადგილზეა, მას მხოლოდ მილინკოვიჩ-სავიჩი უსწრებს, რომელმაც 8 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტაილანდში არ ჩამომიყვანოთ“ - დვალიშვილმა იანსა და მალიხინს მიმართა
„ტაილანდში არ ჩამომიყვანოთ“ - დვალიშვილმა იანსა და მალიხინს მიმართა