ოფიციალურად: დორტმუნდმა დემბელე გუნდიდან მოკვეთა
Aa
Aa

ოფიციალურად: დორტმუნდმა დემბელე გუნდიდან მოკვეთა

გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს "დორტმუნდის" წარმომადგენლები უსმან დემბელეს უნდა შეხვედროდნენ და ფეხბურთელის მომავალის შესახებ ესაუბრათ.

როგორც გაირკვა, 20 წლის ფრანგი ფეხბურთელი გუნდს უნდობლობას უცხადებს და ტრანსფერზე დაყენებას ითხოვს.

გერმანული პრესა წერს, რომ ფეხბურთელი უკმაყოფილოა, თუ როგორ იქცევა "დორტმუნდი" და მის "ბარსელონაში" ტრანსფერს ხელს უშლის.

თავის მხრივ, გერმანელებმა ფეხბურთელს სასჯელი გაუხანგრძლივეს. როგორც ცნობილი იყო, დემბელე ორშაბათამდე იყო დასჯილი. ახლა კი, ფრანგი გაურკვეველი ვადით მოიკვეთა გუნდიდან. მას, მხოლოდ განცალკევებით შეეძლება, რომ ივარჯიშოს.

ინფორმაცია ოფიციალურად დასტურდება.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" მზადაა ტრანსფერში 100 მილიონი გადაიხადოს, მაგრამ "დორტმუნდი" პროცესს ხელოვნურად აჭიანურებს და არაადექვატურ თანხას ასახელებს.

ეს ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ მალე დემბელე "ბარსას" მაისურს მოირგებს.

პროცესი, შესაძლოა კიდევ გაიწელოს. მაგრამ, მხარები ისეთ სტადიამდე მივიდნენ, რომ უკვე გამორიცხულია ურთიერთობა დაალაგონ და ფრანგი გუნდში დარჩეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები