ბათუმის დინამო, მუსა კონატე
Aa
Aa

კონატე ბათუმის დინამოში? - ფორვარდი ლიგა 1-ის გამოცდილებით

საფეხბურთო კლუბი ბათუმის „დინამო“ მოლაპარაკებას სენეგალის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ, მუსა კონატესთან მართავს, რომელსაც საფრანგეთის ლიგა 1-ში, სერია ა-სა და თურქეთის სუპერლიგაში უთამაშია. ინფორმაცია მოლაპარაკების თაობაზე აჭარულ კლუბში დაგვიდასტურეს.

მუსა კონატემ „ამიენისა“ და „დიჟონის“ მაისურით ლიგა 1-ში 99 მატჩი ჩაატარა და 27 გოლი შეაგდო, თითქმის ყოველ მესამე შეხვედრაში გუნდს გოლით ეხმარებოდა.

საინტერესოა, რომ 2017-18 წლების სეზონში „ამიენისა“ და პსჟ-ს შეხვედრა 2:2 დასრულდა. პარიზული გუნდი ედინსონ კავანისა და კრისტოფერ ნკუნკუს გოლებით ორჯერ იგებდა, თუმცა ორივე შემთხვევაში მუსა კონატემ გაიტანა, სენეგალელმა დუბლი შეასრულა და გუნდი მარცხს ააცილა.

მუსა კონატეს გოლები პსჟ-სთან

მუსა კონატემ საფრანგეთში მოსახვედრად ტრამპლინად შვეიცარიის ჩემპიონატი გამოიყენა, 2014-17 წლებში „სიონში“ 116 შეხვედრაში 50 გოლი შეაგდო.

2012-13 წლებში „კრასნოდარში“ მუსა კონატე ნუკრი რევიშვილის და ალექსანდრე ამისულაშვილის თანაგუნდელი იყო.

საფრანგეთისგან განსხვავებით ებრაულ თელ-ავივის „მაქაბიში“ (2011-12),  „კრასნოდარში“ (2012-13), სერია ა-ს „ჯენოაში“ (2013-14), ტუნისურ „ესპერანსასა“ (2021) და თურქულ „სივასპორში“ (2022) წარუმარებლად ითამაშა. 2020 წლიდან მოყოლებული კარიერაში დაღმასვლა აქვს. ბოლო ოფიციალური მატჩი თურქულ „სივასპორში“ 2022 წლის 26 მაისს ჩაატარა, მას შემდეგ ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. თურქული კლუბიდან წამოსვლის შემდეგ კოტ-დივუარის კლუბ „გაგნოაში“ ირიცხებოდა.

2012-19 წლებში სენეგალის ეროვნულ ნაკრებში 32 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლის მთავარი სიურპრიზი ლობოტკაა“ - ინსინიეს ინტერვიუ
„ნაპოლის მთავარი სიურპრიზი ლობოტკაა“ - ინსინიეს ინტერვიუ