ბუდუს ტრანსფერი
ბუდუს ტრანსფერი
პრემიერ ლიგის კლუბს ხვიჩა სურდა
პრემიერ ლიგის კლუბს ხვიჩა სურდა
ზივზივაძე გერმანიაში ითამაშებს
ზივზივაძე გერმანიაში ითამაშებს
კონორ მაკგრეგორი სიკვდილს გადაურჩა
კონორ მაკგრეგორი სიკვდილს გადაურჩა
მერაბის კომენტარი UFC-ის ფოტოზე
მერაბის კომენტარი UFC-ის ფოტოზე
უარი ალ ნასრის
უარი ალ ნასრის
კონატე დინამოში
კონატე დინამოში
გეგუჩაძე ზარანდიაზე
გეგუჩაძე ზარანდიაზე
ბუნდესლიგა დაბრუნდა
ბუნდესლიგა დაბრუნდა
კვარას მიღწევა
კვარას მიღწევა
გულიაშვილის ტრანსფერი
გულიაშვილის ტრანსფერი
სპარტაკს ხვიჩას შეძენა შეეძლო
სპარტაკს ხვიჩას შეძენა შეეძლო
შახტარის მხარდაჭერა უკრაინელ ჯარისკაცებს
შახტარის მხარდაჭერა უკრაინელ ჯარისკაცებს
კუტალიას გოლი
კუტალიას გოლი
მუდრიკი ჩელსიში ითამაშებს
მუდრიკი ჩელსიში ითამაშებს
სად წავა ბუდუ?
სად წავა ბუდუ?
ინდიანამ შესაძლოა გოგა გაცვალოს
ინდიანამ შესაძლოა გოგა გაცვალოს
ცვლილებები ბათუმში
ცვლილებები ბათუმში
ფელიქსი ჩელსიში
ფელიქსი ჩელსიში
სპალეტის შეფასება
სპალეტის შეფასება
„ნაპოლის მთავარი სიურპრიზი ლობოტკაა“ - ინსინიეს ინტერვიუ
Aa Aa
24 იანვარი 2023  |  16:24

„ნაპოლის მთავარი სიურპრიზი ლობოტკაა“ - ინსინიეს ინტერვიუ

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ლორენცო ინსინიემ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში „პარტენოპეის“ ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და გუნდში, ლუჩანო სპალეტის მიერ შესრულებული სამუშაო მოიწონა.

31 წლის შემტევმა „იუვენტუსთან“ 5:1 გამარჯვებაზეც დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება და ასევე, „ნაპოლის“ საჩემპიონო შანსებსაც შეეხო.

რას ამბობს ინსინიე:

„იუვენტუსთან 5:1 მოგება წარმოუდგენელი შედეგია, ამ მატჩში „ნაპოლის“ ძალიან ვგულშემატკივრობდი. ჩვენთვის, ნეაპოლიტანელებისთვის მათი დამარცხება ყოველთვის განსაკუთრებელია, რომ აღარაფერი ვთქვათ ასეთ ანგარიშზე. რაც შეეხება იტალიის თასზე მარცხს, ვფიქრობ, ეს შემთხვევითი იყო. ამისგან დრამა არ უნდა შევქმნათ.

სპალეტიმ მშვენივრად იცის რომელ თამაშში, რომელი აკორდები უნდა გამოიყენოს. ის ყველა მინიმალურ დეტალსაც კი სრული სერიოზულობით უდგება, ასეთი აკვიატებული შრომა კი შედეგს ყოველთვის იწვევს. მწვრთნელს და მთელ შტაბს უნდა მივულოცო ასეთი შედეგი, გუნდის ფიზიკური ფორმა, გუნდი ახლა ორმაგად ძლიერია. სარისთან ერთადაც ძლიერები ვიყავით, მაგრამ მცირე რაღაც დაგვაკლდა.

რაც შეეხება ოსიმენს, ვფიქრობ, რომ მას შეუძლია მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდეს. ის ანთებულია, დიდი შემართება აქვს და ამის გათვალისწინებით მისი პოტენციალიც დღითიდღე ვლინდება. სპალეტი მის უნიკალურ მახასიათებლებს აძლიერებს - ეს არის ათლეტურობა ჰაერში, კოორდინაცია, ფინიში... ის დიდ პროგრესს განიცდის. ვიქტორის გამო ნამდვილად ბედნიერი ვარ, ის ამავდროულად ძალიან კარგი ადამიანიცაა.

ვინ არის ამჟამინდელი ნაპოლის სიურპრიზი? ვფიქრობ, ლობოტკა. ის სიგიჟეებს აკეთებს. გულწრფელი უნდა ვიყო, როდესაც აქ ვთამაშობდი, ის ისეთი ფეხბურთელი არ ყოფილა, როგორიც ახლაა. ეს არის სპალეტის მადლიერების კიდევ ერთი მიზეზი.

შეგახსენებთ, რომ ლორენცო ინსინიე „ნაპოლიში“ 2009 წლიდან თამაშობდა და „პარტენოპეი“ გასული სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა. საერთო ჯამში 31 წლის ფეხბურთელმა კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე 434 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 122 გოლი გაიტანა და 95 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ლორენცო ინსინიეს შემცვლელად გუნდმა გასული წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ხვიჩა კვარაცხელია მოიყვანა, რომელმაც მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 20 შეხვედრა ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
„მხოლოდ ერთი პრობლემა აქვს“ - ნაპოლის ექს-მმართველმა ხვიჩაზე იხუმრა
„მხოლოდ ერთი პრობლემა აქვს“ - ნაპოლის ექს-მმართველმა ხვიჩაზე იხუმრა