სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

სანდრომ იფრინა - მამუკელაშვილის ბრწყინვალე მატჩი NBA-ის G ლიგაში

„მილუოკი ბაქსის“ ქართველმა კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ის განვითარების ლიგაში ფენომენალური შეხვედრა ჩაატარა. „მამუმ“ „უისკონსინ ჰერდის“ რიგებში იასპარეზა და „მოთორ სითი კრუიზს“ დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 127:127 დასრულდა, ოვერტაიმში კი „მოთორ სითიმ“ იმარჯვა - 134:130.

მამუკელაშვილმა პარკეტზე 41 წუთი გაატარა და ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო. სანდრომ აქტივში 31 ქულა, 12 მოხსნა (6 მეტოქის ფარზე), 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა. „მამუმ“ 18-დან 11 ბურთი ჩააგდო, 3-დან 2 სამქულიანი გამოიყენა და 5-დან 4 საჯარიმო მიითვალა.


აღსანიშნავია, რომ „უისკონსინ ჰერდმა“ მამუკელაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა და გულშემატკივრებს მოუწოდა, სანდროს ხმა მისცენ, რათა მან NBA-ის G ლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩში მიიღოს მონაწილეობა. „მამუსთვის“ ხმის მიცემა თქვენც შეგიძლიათ.

ცნობისთვის, „უისკონსინ ჰერდს“ 4 მოგება და 6 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზე იმყოფება. მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 26 იანვარს, ისევ „მოთორ სითი კრუიზის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესიმ პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაიფიქრა
მესიმ პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაიფიქრა