ზლატან იბრაჰიმოვიჩი
Aa
Aa

ზლატანი კარიერას ასრულებს? - მილანი მას ელჩის პოზიციას სთავაზობს

„მილანის“ ლეგენდარულმა შვედმა ფეხბურთელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საფეხბურთო კარიერა შესაძლოა მიმდინარე წლის ზაფხულში დაასრულოს.

იტალიური სააგენტოები, Semper Milan-ი და La Gazzetta dello Sport-ი იუწყებიან, რომ ამის მიზეზი 41 წლის შემტევის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებია, რომლის გამოც იბრაჰიმოვიჩი რამდენიმე თვეა თამაშს ვერ ახერხებს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, „როსონერი“ ყველანაირად ეცდება, რომ თუ ზლატანი კარიერის დასრულებას გადაწყვეტს, ის კლუბში დარჩნენაში დაარწმუნობს და ვეტერან ფეხბურთელს საპატიო ელჩის როლს სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ 2021/22 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მუხლის ოპერაცია გაიკეთა და მწვანე მინდორს გაურკვეველი ვადით ჩამოშორდა. 41 წლის ფეხბურთელმა ვარჯიში რამდენიმე დღის წინ განაახლა, თუმცა მხოლოდ ფიტნეს-დარბაზში. ვარაუდობენ, რომ შვედი ფორვარდი თამაშს მარტის დასაწყისში შეძლებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ვერ ხვდება, რომ 25 წლის აღარ არის“ - კანტონა რონალდუს აკრიტიკებს
„ვერ ხვდება, რომ 25 წლის აღარ არის“ - კანტონა რონალდუს აკრიტიკებს