ლუიშ ფელიპე სკოლარი
Aa
Aa

სკოლარი: ენრიკე ბრაზილიის ნაკრებში? რა მოიგო მან? რატომ თვლიან კარგ მწვრთნელად?

ლუიშ ფელიპე სკოლარი ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელად ლუის ენრიკეს დანიშვნას ეწინააღმდეგება.

სკოლარი ბრაზილიელთა იმ ნაწილს მიეკუთვნება, რომელიც „სელესაოს“ თავკაცად ევროპელი სპეციალისტის დანიშვნას არ ემხრობა.

„რა მოიგო ლუის ენრიკემ? თქვენ საკუთარი თავი უნდა წარმოაჩინოთ. მას ძალიან კარგ მწვრთნელს ეძახიან, მაგრამ მან ყველაფერი წააგო. რა არის ამაში კარგი? აი მოურინიომ მოიგო.

ვფიქრობ, უფრო სწორი იქნება, თუ სამხრეთამერიკელს დავნიშნავთ, ვიდრე ევროპელს“,

- განაცხადა ამჟამად „ატლეტიკო პარანაენსეს“ ტექნიკურმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკემ, როგორც „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ორჯერ მოიგო ლა ლიგა, სამჯერ ესპანეთის თასი, ესპანეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და ერთხელ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.

რივალდოს მხოლოდ ბრაზილიელი სურს

„ამას არ ვეთანხმები. უცხოელი სპეციალისტის მოწვევაზე ფიქრი ბრაზილიელი მწვრთნელების მიმართ უპატივცემულობის გამოხატვაა. ვფიქრობ, გვყავს სპეციალისტები, რომლებსაც ეროვნული ნაკრების მომზადება და კარგად მუშაობა შეუძლიათ. უცხოელი მწვრთნელი არ არის იმის გარანტია, რომ მსოფლიო ჩემპიონები გავხდებით...

უცხოელებიც უდავოდ ძალიან კარგი სპეციალისტები არიან, მაგრამ ბრაზილიის ნაკრები ჩვენი ნაკრებია. მას უნდა ხელმძღვანელობდეს ის, ვის ძარღვებშიც ბრაზილიური სისხლი მიედინება“.

- ამბობს რივალდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კასანო: ნუ ვიტყუებთ თავს, რომ მხოლოდ იუვეა დამნაშავე
კასანო: ნუ ვიტყუებთ თავს, რომ მხოლოდ იუვეა დამნაშავე