ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

ზივზივაძე პოლონეთის ექსტრაკლასაში? - ტრანსფერი რეალურია

პოლონური Mkszaglebie-ს ინფორმაციით, შესაძლოა ლუბინის „ზაგლემბეს“ ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე გახდეს. ექსტრაკლასას გუნდი „მოლ ფეჰერვარის“ ფორვარდთან მოლაპარაკებას აწარმოებს, მხარეები შეთანხმებას უახლოვდებიან, თუმცა ამ ეტაპზე საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი არაა.

18-გუნდიან ჩემპიონატში „ზაგლემბე“ 17 ქულით მე-15 ადგილზეა, გასავარდნ ზონას მხოლოდ 1 ქულით უსწრებს. ამ გუნდში საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი გურამ გიორბელიძე და ბათუმის „დინამოს“ ყოფილი შემტევი თორნიკე გაფრინდაშვილი ასპარეზობენ.

ზივზივაძე მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას „ჰაპოელ ბეერ შევას“ დაუკავშირეს და დაიწერა, რომ ისრაელის 5-გზის ჩემპიონი მისი იჯარის წესით გადაბირებას აპირებდა. Crystalsport-ის ცნობით, „ჰაპოელ ბეერ შევას“ ბუდუს მიმართ ინტერესი ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ ამას განვითარება არ მოჰყოლია.

შეგახსენებთ, „მოლ ფეჰერვარმა“ ზივზივაძის გაშვება მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში „უიპეშტთან“ მატჩის შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო გადაწყვიტა. ბუდუს ქმედებებმა „მოლ ფეჰერვარის“ გულშემატკივრები განარისხა. ქართველმა თავდამსხმელმა „უიპეშტის“ ფეხბურთელს მაისური გაუცვალა, შემდეგ მათი სათადარიგოთა სკამისკენ გაემართა და ბოლოს სტუმართა ქომაგებს ხელიც დაუქნია, სტადიონის დატოვებისას კი „უიპეშტის“ მაისური ეცვა. „უიპეშტთან“ მატჩის შემდეგ „მოლ ფეჰერვარმა“ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც, კლუბის, ქომაგებისა და თანაგუნდელების მიმართ გამოხატული უპატივცემულობის გამო ზივზივაძე მეორე გუნდში დააქვეითეს. თავისი ქმედებების გამო, ზივზივაძემ კლუბს და მის ქომაგებს ბოდიში მოუხადა, თუმცა ამან ვითარება ვერ შეცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როდის დაბრუნდება ლოჩოშვილი? - ლუკა ბოლონიასთან მატჩს გამოტოვებს
როდის დაბრუნდება ლოჩოშვილი? - ლუკა ბოლონიასთან მატჩს გამოტოვებს