კარლო ანჩელოტი, როდრიგო გოეში
Aa
Aa

შეცვლით განაწყენებულმა როდრიგომ ანჩელოტის ხელი არ ჩამოართვა

ესპანეთის სამეფო თასის მერვედფინალში „ვილიარეალი“ შინ მადრიდის „რეალთან“ 2:3 დამარცხდა. 56-ე წუთზე კარლო ანჩელოტიმ როდრიგო შეცვალა, ამ ფაქტით ბრაზილიელი ფეხბურთელი უკმაყოფილო დარჩა და იტალიელ სპეციალისტს ხელი არ ჩამოართვა. როდრიგოს საქციელი ყველამ ნათლად დაინახა. მატჩის შემდეგ კარლო ანჩელოტი ამ საკითხს გვერდს ვერ აუვლიდა, „სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ როდრიგოს ხელის ჩამორთმევა დაავიწყდა.

კარლო ანჩელოტი: „როდრიგო შევცვალე, რადგან ის ოდნავ დაღლილი იყო და გადავწყვიტე, რომ არ გამერისკა. მან ხელი არ ჩამომართვა. ვფიქრობ, მას დაავიწყდა, რაიმე მიზეზს ვერ ვხედავ. მას ვუთხარი, რომ არ დაავიწყდეს მისალმება, როცა შეცვლიან“.

როცა ანჩელოტიმ როდრიგო შეცვალა, „ვილიარეალი“ 2:0-ს იგებდა, შემდეგ კი „რეალმა“ მასპინძელთა კარში სამი გოლი შეაგდო და მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. „რეალის“ მხრიდან გოლები ვინისიუსის, მილიტაოსა და სებალიოსის ანგარიშზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მორიენტესი სუპერ თასზე: „ბარსა მშიერი იყო, რეალს სავსე მუცელი ჰქონდა“
მორიენტესი სუპერ თასზე: „ბარსა მშიერი იყო, რეალს სავსე მუცელი ჰქონდა“