გიუნდოგანი ბარსას შეუთანხმდა - ახალი სეზონიდან ლა ლიგაში
ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბარსელონამ“ ილკაი გიუნდოგანთან პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმებას მიაღწია და ზაფხულში მას უფასოდ დაიმატებენ.
ჟურნალისტ ხოსე ალვარეს გაიას ექსკლუზიური ინფორმაციით, კატალონიურმა კლუბმა 32 წლის ნახევარმცველთან შეთანხმებას მიაღწია და ზაფხულში, როდესაც მას „სიტისთან" კონტრაქტი ამოეწურება გერმანელი „კამპ ნოუზე“ გადავა.
????????¡EXCLUSIVA @10JoseAlvarez!????????
— El Chiringuito TV (@elchiringuitotv) January 19, 2023
????✅"El Barça ha cerrado el fichaje de GÜNDOGAN para JUNIO". pic.twitter.com/EHLk38Uxkb
წყარო ამბობს, რომ წინასწარი კონტრაქტი უკვე გაფორმებულია და 32 წლის გიუნდოგანი რამდენიმე თვეში ჩავის განკარგულებაში იქნება.
გარდა გიუნდოგანისა „ბარსა“ ნახევარდაცვაში მარსელო ბროზოვიჩსაც უმიზნებს, რომელიც შესაძლოა ფრანკ კესიში გაიცვალოს. თავად ხორვატს გუნდის შეცვლა სურს, ახლა კესის თანხმობა რჩება, რომელმაც უახლოეს დღეებში ჩავისთან პირისპირ უნდა ისაუბროს.
აქვე გეტყვით, რომ გიუნდოგანი „ქალაქელთა“ ღირსებას 2016 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში მან 25 შეხვედრა ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.