მოდრიჩი, კროოსი და ბენზემა მიდის? რეალში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი
2023 წლის ზაფხულში მადრიდის „რეალში“ დიდი რეორგანიზაციაა მოსალოდნელი. „სამეფო კლუბში“ თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს და შესაძლოა ამ ყველაფერმა დასრულებული სახე 2023/24 წლების სეზონიდან მიიღოს.
El Chiringuito TV-ის ჟურნალისტი და „სამეფო კლუბთან“ დაახლოებული პირი ხოსეპ პედრეროლი ამბობს, რომ შესაძლოა „რეალი“ ბენზემამ, მოდრიჩმა და კროოსმა დატოვონ.
????"Entre ????????????????????????, ???????????????????? y ????????????????????????????... Uno, por lo menos, ???????? ????????"
— El Chiringuito TV (@elchiringuitotv) January 19, 2023
‼️¡Atención a la información de @jpedrerol en #ChiringuitoMadrid! pic.twitter.com/Sng1mgdHsT
სამვე ფეხბურთელს კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში უსრულდება და ჯერჯერობით გახანგრძლივებაზე საუბრები არ დაწყებულა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადრიდელები ტრიოს შემცვლელებზე მუშაობას უკვე იწყებენ, თუმცა კონკრეტული ჯერჯერობით არაფერია.
ფლორენტინო პერესი 2025 წელს წასვლას გეგმავს
ფლორენტინო პერესმა მადრიდის „რეალი“ შესაძლოა 2025 წელს დატოვოს.
ესპანურ პრესაში იწერება, რომ პერესს კლუბისთვის ბოლო დიდ ვალდებულებად საშინაო არენის „სანტიაგო ბერნაბეუს“ რეკონსტრუქცია მიაჩნია.
როგორც კი რეკონსტრუქცია დასრულდება, პერესი პოსტის დატოვებას გეგმავს.