ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ხვიჩას მორიგი მიღწევა! - ამ მაჩვენებლით ის ევროპაში საუკეთესოა

13 იანვარს, სერია A-ს მე-18 მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე ტურინის „იუვენტუსთან“ 5:1 გაიმარჯვა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა.

აღნიშნული შეხვედრა გამორჩეული იყო ქართველი ფეხბურთელისთვის. ქართველმა ფეხბურთელმა ტურინელების წინააღმდეგ 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა, თუმცა ამ შედეგის გარდა, ხვიჩა ერთი კონკრეტული მაჩვენებლით ევროპაში საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

კერძოდ, კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ 19 გოლში მიიღო მონაწილეობა და ამ მაჩვენებლით ის ევროპის მასშტაბით, 21-წლამდე ფეხბურთელებს შორის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მან ისეთი ფეხბურთელები ჩამოიტოვა, როგორებიც ჯამალ მუსიალა და ბუკაიო საკა არიან. გერმანელმა ფეხბურთელმა „ბაიერნის“ 17 გოლში მიიღო მონაწილეობა (9 გოლი, 8 ასისტი), ინგლისელის ანგარიშზე კი „არსენალის“ სასარგებლოდ 7 გოლი და 7 ასისტია (ჯამში 14 გოლში მონაწილეობა).

საგულისხმოა, რომ ამ შედეგს კვარამ 20 შეხვედრაში მიაღწია და ჯამში 1473 წუთი მოუწია თამაში, ბუკაიო საკას ამისთვის 24 მატჩი და 1795 წუთი დასჭირდა, მუსიალას კი 19 თამაში და 1221 წუთი. საგულისხმოა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გერმანიის ჩემპიონატში სეზონი ჯერ კიდევ არ განახლებულა.

ხვიჩა კვარაცხელია თავის გუნდთან ერთად მომდევნო შეხვედრას 21 იანვარს, სტუმრად „სალერნიტანას“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Daily Mail: „სიტი კვარაცხელიას თვალყურს ადევნებს“
Daily Mail: „სიტი კვარაცხელიას თვალყურს ადევნებს“