იან ზომერი
Aa
Aa

შეთანხმება შედგა - იან ზომერი ბაიერნში ითამაშებს

შვეიცარიის ნაკრებისა და „გლადბახის“ მეკარე იან ზომერი კარიერას მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელებს. ინფორმაციას Blick-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კლუბებმა 34 წლის შვეიცარიელი მეკარის ტრანსფერზე სრულ შეთანხმებას მიაღწიეს. „რეკორდმიასტერს“ ზომერი ტრავმირებული მანუელ ნოიერის შესაცვლელად სურს, რომელმაც შვებულებაში ყოფნისას თხილამურებზე სრიალისას ფეხი მოიტეხა და სეზონი ნაადრევად დაასრულა.

ზომერი „ბაიერნთან“ კონტრაქტს მინიმუმ 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმებს. „გლადბახი“ კი 8 მილიონ ევროს და ბონუსებს მიიღებს.

Sky Sport-ის ჟურნალისტი ფლორიან პლატენბერგი განმარტავს, რომ საუბარია 1,5 მილიონი ევროს ბონუსზე.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნს“ ჩემპიონთა ლიგაზე რთული მეტოქე შეხვდა - პსჟ, რომელთანაც ნოიერთან ერთად სადიო მანეს დანაკლისიც ექნება. მიუნხენელებმა მეკარის პრობლემა უკვე მოაგვარეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ მუდრიკი 100 მილიონი ღირს, ხვიჩას ფასი 300 მილიონია“ - ამბობს ილიე დუმიტრესკუ
„თუ მუდრიკი 100 მილიონი ღირს, ხვიჩას ფასი 300 მილიონია“ - ამბობს ილიე დუმიტრესკუ