ხვიჩა კვარაცხელია, ფაბრიციო რომანო
Aa
Aa

WhoScored: ხვიჩა სერია ა-ს ტურის საუკეთესო მოთამაშეა

ავტორიტეტულმა „ინსაიდერმა“ ფაბრიციო რომანომ Youtube-ში, საკუთარ არხზე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარე თვეში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ წასვლა გამორიცხულია. რომანო ბრიტანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. Express-ის ინფორმაციით, ლონდონის „არსენალის“ ერთ-ერთი სამიზნე ხვიჩა კვარაცხელიაა. მიხაილო მუდრიკის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ „მეთოფეების“ სასურველ ხუთ ფეხბურთელში „ნაპოლის“ ქართველი შემტევის გვარი ფიგურირებს.

ფაბრიციო რომანო: „რაფაელ ლეაო და „მილანი“ ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს არიან. „მილანმა“ გიჟური წინადადება უნდა მიიღოს, რომ ლეოას გაყიდვას დათანხმდეს. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ის მიმდინარე თვეში 100 პროცენტით არ დატოვებს გუნდს, „ნაპოლიში“ რჩება“.

შეგახსენებთ, „ნაპოლიმ“ შინ „იუვენტუსი“ 5:1 გაანადგურა. ამ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ მონაწილეობა 4 გოლში მიიღო. მან გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. გარდა ამისა, პირველი გოლის მომენტში მისი დარტყმა აკრობატულ ნახტომში მეკარემ მოიგერია და დამატებაზე ოსიმენმა შეაგდო.

WhoScored-მა სერია ა-ს მე-18 ტურის სიმბოლურ გუნდში ხვიჩა კვარაცხელია შეიყვანა და მას ყველაზე მაღალი შეფასება დაუწერა - 9,8.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 15 მატჩში 7 გოლი შეაგდო და 7 საგოლე პასი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ საგოლე პასების რაოდენობით სერია ა-ში მეორე ადგილზეა, მას მხოლოდ მილინკოვიჩ-სავიჩი უსწრებს, რომელმაც 8 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩა 100 მილიონზე მეტი ღირს“ - მოჯიმ კვარა შეაქო და ლუკაკუს დასცინა
„ხვიჩა 100 მილიონზე მეტი ღირს“ - მოჯიმ კვარა შეაქო და ლუკაკუს დასცინა