დონეცკის შახტარი, გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

გოჩოლეიშვილი შახტარს შეუერთდა და პირველი ვარჯიშიც ჩაატარა

21 წლის ქართველი მცველი, გიორგი გოჩოლეიშვილი დონეცკის „შახტარს“ შეუერთდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი დღეს თურქეთში, უკრაინული გუნდის საწვრთნელ შეკრებაზე ჩავიდა და ახალ თანაგუნდელებთან ერთად უკვე პირველი ვარჯიშიც გამართა.

მანამდე, „შახტარის“ მთავარმა მწვრთნელმა, იგორ იოვიჩევიჩმა გოჩოლეიშვილი ფეხბურთელებს წარუდგინა და ახალ კლუბში წარმატებები უსურვა.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ფეხბურთელი „შახტარმა“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის კლუბ „საბურთალოდან“ იყიდა და მასთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გოჩოლეიშვილი „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 2020 წლის სეზონიდან თამაშობს. საერთო ჯამში, 21 წლის ფეხბურთელმა „საბურთალოს“ შემადგენლობაში 86 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, გიორგიზე „შახტარის“ მთავარმა მწვრთნელმა, იგორ იოვიჩევიშმა ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველ ფეხბურთელს გუნდისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია. მისი თქმით, გოჩოლეიშვილზე დასკვნების გამოტანა მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც იგი „შახტარის“ რიგებში იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სანამ არ ითამაშებს, ვერ გავიგებთ როგორი ფეხბურთელია“ - შახტარის მწვრთნელი გოჩოლეიშვილზე
„სანამ არ ითამაშებს, ვერ გავიგებთ როგორი ფეხბურთელია“ - შახტარის მწვრთნელი გოჩოლეიშვილზე