გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

„სწრაფი და ტექნიკურია“ - შახტარის გენერალური დირექტორი გოჩოლეიშვილზე

დონეცკის „შახტარის“ გენერალურმა დირექტორმა, სერგეი პალკინმა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე და ქართველ ფეხბურთელზე, გიორგი გოჩოლეიშვილზე ისაუბრა. პალკინმა ახალგაზრდა უკანახაზელი დაახასიათა და განაცხადა, რომ ის უკრაინელთა სტილს კარგად ერგება.

„სატრანსფერო გეგმებს რაც შეეხება, ერთი გარიგება უკვე დავხურეთ და საბურთალოდან გიორგი გოჩოლეიშვილი გავიფორმეთ. ის ჩვენს სტილს შეესაბამება და სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელია, რომელსაც აქცენტი შეტევაზე აქვს, დანარჩენი ინვესტიციები კი იმაზე იქნება დამოკიდებული, გუნდს ვინ დატოვებს და ვინ დარჩება“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გოჩოლეიშვილი „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 2020 წლის სეზონიდან თამაშობს. საერთო ჯამში, 21 წლის ფეხბურთელმა „საბურთალოს“ შემადგენლობაში 86 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, გიორგიზე „შახტარის“ მთავარმა მწვრთნელმა, იგორ იოვიჩევიშმა ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველ ფეხბურთელს გუნდისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია. მისი თქმით, გოჩოლეიშვილზე დასკვნების გამოტანა მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც იგი „შახტარის“ რიგებში იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2022 წლის ყველაზე გაძვირებული ფეხბურთელები - კვარა ტოპ 10-შია
2022 წლის ყველაზე გაძვირებული ფეხბურთელები - კვარა ტოპ 10-შია