ედინსონ კავანი, ურუგვაის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„თუ VAR-ის დარტყმისთვის დამსჯიან, მსაჯი ციხეში უნდა ჩასვან“ - კავანი

ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელმა, ედინსონ კავანიმ ესპანურ მედიასთან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, განის ნაკრებთან მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტი გაიხსენა და მსაჯობაზე უკმაყოფილება კიდევ ერთხელ გამოთქვა.

შეგახსენებთ, რომ H ჯგუფის მესამე ტურში, განასთან 0:2 მოგებული შეხვედრის შემდეგ 35 წლის ფორვარდმა მინდვრის დატოვების დროს VAR-ის მოწყობილობას დაარტყა და წააქცია, მისი გაღიზიანების მიზეზი კი გერმანელი მსაჯის, დანიელ ზიბერტის მიღებულ გადაწყვეტილებები გახდა. აღნიშნულ ეპიზოდზე FIFA-ს სადისციპლინო კომიტეტმა გამოძიება დაიწყო და დიდი ალბათობით, ედინსონ კავანი მკაცრად დაისჯება.

ურუგვაელმა ფეხბურთელმა სწორედ აღნიშნულ სასჯელთან დაკავშირებით ისაუბრა.

რას ამბობს კავანი:

თუ VAR-ის დარტყმისთვის დამსჯიან, მაშინ მსაჯი ციხეში უნდა ჩასვან. მისი გადაწყვეტილებების გამო მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვვარდით. მას VAR-ი, დამხმარე მსაჯები და კამერები უყურებდნენ, თუმცა ეს შეცდომები განზრახ დაუშვა. ასე არ შეიძლება.

სანქცია რა თქმა უნდა მაწუხებს, რადგან ეს იქნება ჩემი გუნდისა და თანაგუნდელების დაღალატება, მაგრამ მათ გამოძიებას სხვა კუთხითაც უნდა შეხედონ. ისინი ფეხბურთელების მხარესაც უნდა დადგნენ. ნახონ რა მოხდა და რატომ მოხდა ყველაფერი ასე. რატომ მიგვიყვანეს ამ ზომამდე. მხოლოდ მსაჯებს არ უნდა უსმენდნენ.

შეგახსენებთ, რომ განასა და ურუგვაის ნაკრებების დაპირისპირების შემდეგ, FIFA-მ გერმანელი მსაჯი, დანიელ ზიბერტი მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთა.

აქვე გეტყვით, რომ ურუგვაის ნაკრების ფეხბურთელების, ედინსონ კავანისა და ხოსე მარია ხიმენესის მიმართ FIFA-ს სადისციპლინო კომიტეტმა გამოძიება 5 დეკემბერს დაიწყო და ვერდიქტიც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლუის სუარესი: „ფიფა ყოველთვის ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგაა“
ლუის სუარესი: „ფიფა ყოველთვის ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგაა“