ჟოაუ ფელიქსი
Aa
Aa

ფელიქსი ლონდონშია - პორტუგალიელი ჩელსის შეუერთდება

მადრიდის „ატლეტიკოს“ ფეხბურთელი, ჟოაუ ფელიქსი მიმდინარე სეზონის ბოლომდე „ჩელსის“ რიგებში ითამაშებს. Marca-ს ინფორმაციით, პორტუგალიელი შემტევი უკვე ლონდონში იმყოფება და კლუბთან ოფიციალურ დოკუმენტებს ხელს მალე მოაწერს.

ფაბრიციო რომანოს მიხედვით, „არისტოკრატებს“ იჯარა 11 მილიონი ევრო დაუჯდებათ და მის ხელფასს დაფარავენ. მადრიდის დატოვებამდე, ფელიქსმა „ატლეტიკოსთან“ ხელშეკრულება გაახანგრძლივა და კლუბს საკუთარი მომავალი 2027 წლამდე დაუკავშირა.

საინტერესოა, რომ იჯარის დასრულების შემდეგ, „ლურჯებს“ მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება არ აქვთ. ბრიტანული პრესის ინფორმაციით, თუ ფელიქსმა „სტემფორდ ბრიჯზე“ თავი გამოიჩინა, „ჩელსი“ მაქსიმუმს გააკეთებს, რომ იგი გუნდში დაიტოვოს.

შეგახსენებთ, რომ ჟოაუ ფელიქსი მადრიდულ კლუბში 2019 წელს გადავიდა და დღემდე კლუბის მაისურით 131 შეხვედრა ჩაატარა, რომლებშიც 34 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მნიშვნელოვანი იარაღი, რომელიც პროგნოზირებადი გახდა“ - რას ამბობენ იტალიაში ხვიჩაზე
„მნიშვნელოვანი იარაღი, რომელიც პროგნოზირებადი გახდა“ - რას ამბობენ იტალიაში ხვიჩაზე