საბოტაჟი რეალს - პარი სენ-ჟერმენს ბელინგემის შეძენა სურს
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა „დორტმუნდის“ ფეხბურთელის, ჯუდ ბელინგემის მომდევნო კლუბია. უცხოურმა გამოცემებმა „რეალისა“ და „ლივერპულის“ ვარიანტი გააჟღერეს, ახლა კი მის მსურველთა სიას „პარი სენ-ჟერმენი“ შეემატა.
Le10Sport-ის ცნობით, პარიზული გრანდი მზადაა, „რეალსა“ და „ლივერპულს“ კონკურენცია გაუწიოს და მიზნის მისაღწევად ბოლომდე იბრძოლოს. პსჟ-ს სურს, ამბიციური პროექტის შენება განაგრძოს, „სამეფო კლუბის“ გეგმებს საბოტაჟი მოუწყოს და პერსპექტიული ინგლისელი გადაიბიროს.
???? ¡El PSG se mete a la pelea por Bellingham!
— Telemundo Deportes (@TelemundoSports) January 8, 2023
???? Según cuenta el diario Sport, @PSG_inside se unió a los equipos interesados por el crack inglés.
???? Ahora, los parisinos, @ManCity, @LFC y @realmadrid son los que buscan ficharlo.
???? ¿Con quién deberá irse? pic.twitter.com/EQqpaktkMV
საინტერესოა, რომ ბელინგემი ერთადერთი ინგლისელი არაა, ვინც ფრანგული გრანდის სამიზნეთა შორისაა. ბრიტანული გამოცემების მიხედვით, „პარი სენ-ჟერმენი“ მარკუს რაშფორდის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება. ეს უკანასკნელი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება და მის მიმართ ინტერესი გაიზარდა, თუმცა ძალიან დაბალი შანსია, რომ პსჟ-მ „წითელ ეშმაკებს“ წინადადებით იანვარში მიმართოს.