გიორგი შერმადინი
Aa
Aa

ესპანეთში გამოარჩიეს - გიორგი შერმადინი ლიგა ენდესას ტურის საუკეთესო კალათბურთელია

„ლენოვო ტენერიფეს“ ქართველი კალათბურთელი, გიორგი შერმადინი ლიგა ენდესას მე-15 ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა. „შერმინატორმა“ „უნიკახას“ წინააღმდეგ გაიბრწყინა და მატჩი 25 ქულით, 7 მოხსნით, 1 დაფარებითა და 2 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.

„სარგებლიანობის კოეფიციენტების გრაფაში დაფიქსირებული 36-ით, მცხეთელმა მოთამაშემ თავისი ხარისხი აჩვენა და სანტიაგო მარტინის სტადიონის პარკეტზე გატარებული თითქმის 30 წუთის განმავლობაში, გუნდის ლიდერი იყო“, - წერს ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი.

შერმადინი ლიგა ენდესას ტურის საუკეთესო კალათბურთელი კარიერაში მეჩვიდმეტედ გახდა. გიორგი ფელიპე რეიესსა და ბერნარდ ჰოპკინსს გაუთანაბრდა და შანსი აქვს, ლეგენდარულ არვიდას საბონისსა და ლუ როს დაეწიოს. მათ ერთნაირი შედეგი აქვთ და ზემოთ ხსენებული ჯილდო 19-19-ჯერ დაისაკუთრეს.

„უნიკახას“ დამარცხების შემდეგ, „ლენოვო ტენერიფეს“ 11 მოგება და 4 წაგება აქვს. შერმადინის გუნდი სატურნირო ცხრილის მე-4 ადგილს იკავებს და მომდევნო შეხვედრას 14 იანვარს, „ბასკეტ სარაგოსას“ წინააღმდეგ გამართავს, რომლის ანგარიშზეც 4 მოგება და 11 მარცხია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პენალტის შემსრულებელი კვარაა, მას უნდა დაერტყა“ - სპალეტი სამპდორიასთან მატჩის შემდეგ
„პენალტის შემსრულებელი კვარაა, მას უნდა დაერტყა“ - სპალეტი სამპდორიასთან მატჩის შემდეგ