კრიშტიანუ რონალდუ, ალ ნასრი, ვენსან აბუბაქარი
Aa
Aa

აბუბაქარი ოლდ ტრაფორდზე? - რონალდუს გამო ალ ნასრიდან გაუშვეს

არაბული გამოცემა Okaz-ის ინფორმაციით, „ალ-ნასრმა“ ვენსან აბუბაქართან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა. აზიის ერთ-ერთმა საუკეთესო კლუბმა ლეგიონერის დარეგისტრირებისთვის ადგილი გამოათავისუფლა, ეს გადაწყვეტილება რონალდუს ფაქტორიდან გამომდინარე მიიღო. ასე რომ, რონალდუს „ალ-ნასრში“ ტრანსფერმა აბუბაქარის არაბული კარიერა შეიწირა.

არაბული და ევროპული გამოცემების ინფორმაციით, ვენსანს კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს. შესაძლოა, „მან. იუნაიტედის“ მოთამაშე გახდეს ან თურქეთში დაბრუნდეს და „ფენერბახჩეში“ ითამაშოს. TalkSport-ის ინფორმაციით, აბუბაქარსა და „მან. იუნაიტედს“ შორის სიტყვიერი შეთანხმება შედგა. ასე რომ, შესაძლებელია აფრიკელი ფორვარდი კრიშტიანუს ყოფილ გუნდში ვიხილოთ.

30 წლის კამერუნელს „პორტუსა“ (2014-20) და „ბეშიქთაშში“ (2020-21) უთამაშია. 2021 წლიდან „ალ ნასრში“ თამაშობდა, ამ გუნდის რიგებში 39 მატჩში 13 გოლი შეაგდო. 

კატარის მუნდიალზე აბუბაქარმა სერბეთს ძალიან ლამაზი გოლი გაუტანა, ბრაზილიასთან კი მისი გოლი გამარჯვების აღმოჩნდა, თუმცა კამერუნი ჯგუფში ჩარჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სიტყვიერი შეთანხმება შედგა - რონალდუს მარტინესი გაწვრთნის
სიტყვიერი შეთანხმება შედგა - რონალდუს მარტინესი გაწვრთნის