კრიშტიანუ რონალდუ, ედენ აზარი, ლუკა მოდრიჩი
Aa
Aa

აზარი და მოდრიჩიც უნდათ - ალ-ნასრის გრანდიოზული გეგმები

კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრის“ დიდი გეგმები აქვს. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის გადაბირების შემდეგ, საუდის არაბეთის წარმომადგენლებს სერხიო რამოსი დაუკავშირეს, დღეს კი ლუკა მოდრიჩისა და ედენ აზარის ვარიანტები გაჟღერდა.

Marca-ს ინფორმაციით, „ალ-ნასრიმ“ ხორვატ ნახევარმცველს წინადადებით მიმართა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. Marca-ს ინფორმაციით, ლუკა „სამეფო კლუბზეა“ ორიენტირებული, ადგილსამყოფლის გამოცვლის პერსპექტივა არ ხიბლავს და არაბები უარით გაისტუმრა.

ედენ აზარს რაც შეეხება, ბელგიელთან მიმართებით ოდნავ განსხვავებული ვითარება გვაქვს. „ალ-ნასრის“ მთავარი მწვრთნელი, რუდი გარსია ედენს კარგად იცნობს და მას პირადად დაუკავშირდა. გარსიამ აზარს კლუბში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სურს, რომ იგი ზაფხულში გადაიბიროს.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ „ალ-ნასრის“ რიგებში 2 სეზონის განმავლობაში ითამაშებს, შემდეგ კი საპატიო ელჩის სტატუსს მოირგებს. პორტუგალიელის კონტრაქტი 7 წელიწადზეა გათვლილი და ფეხბურთელის რანგში, მისი ანაზღაურება სეზონში 75 მილიონი იქნება, თუმცა, ბონუსებით ეს თანხა 200-მდე ავა. Marca-ს მიხედვით, ფინანსური საკითხები არც მოდრიჩისა და აზარის შემთხვევაში იქნება პრობლემა და ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მხოლოდ ერთ ტაიმს უყურა - რონალდუმ შესვენებაზე ალ-ნასრის სტადიონი დატოვა
მხოლოდ ერთ ტაიმს უყურა - რონალდუმ შესვენებაზე ალ-ნასრის სტადიონი დატოვა