ცნობილი მომენტი გამოიყენეს მარტო სახლში 2-დან - ბირმინგემმა კევინ ლონგი წარადგინა
Aa
Aa

ცნობილი მომენტი გამოიყენეს მარტო სახლში 2-დან - ბირმინგემმა კევინ ლონგი წარადგინა

ჩემპიონშიფის ბინადარმა „ბირმინგემმა“ ირლანდიელი ფეხბურთელი, კევინ ლონგი კრეატიულად წარადგინა. „ლურჯებმა“ 32 წლის მოთამაშე „ბარნლიდან“ გადაიყვანეს და ტრანსფერის დახურვა ქომაგებს ცნობილი ფილმის, „მარტო სახლში 2“-ის ერთ-ერთი ეპიზოდის დახმარებით აუწყეს.

აღნიშნულ ვიდეოში მაკალისტერების ოჯახის თითოეული წევრი რიგში მასზე უკან მყოფ ადამიანს ჩანთას გადასცემს და ეუბნება: „კევინს გადაეცი, კევინს გადაეცი“, ოჯახის ყველაზე პატარა წევრი კი აანალიზებს, რომ კევინი მათთან ერთად არაა და ჩანთას უკან აბრუნებს.

„ლურჯების“ ადაპტაციაში ჩანთა კევინამდე აღწევს. ოღონდ, ეს კევინი არა მაკალისტერი, არამედ ლონგია და იგი ჩანთას კი არა, 26-ნომრიან მაისურს იღებს. „ბირმინგემელთა“ ვიდეოს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და გულშემატკივრებმა „ლურჯებს“ კრეატივი მოუწონეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვურჩევთ, მარადონას ვიდეოებს ხშირად უყუროს“ - Il Mattino კვარაცხელიაზე წერს
„ვურჩევთ, მარადონას ვიდეოებს ხშირად უყუროს“ - Il Mattino კვარაცხელიაზე წერს