ქობულეთის შუქურა
Aa
Aa

„გარე ძალები კლუბის დისკრედიტაციას ცდილობენ“ - შუქურას განცხადება

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ახლადდაწინაურებული ქობულეთის „შუქურა“ გუნდში არსებულ მდგომარეობაზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს:

რა წერია განცხადებაში:

საფეხბურთო კლუბი „შუქურა“ გილოცავთ ახალ 2023 წელს და დამდეგ შობას, გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, წარმატებებს და განვითარებას. განსაკუთრებით ვულოცავთ ქართულ საფეხბურთო სამყაროს და იმედს ვიტოვებთ,  რომ 2023 წელი როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო თვალსაზრისით პროგრესის და წინსვლის წელი იქნება.

გვსურს ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ „შუქურას“ გარშემო შექმნილ ნეგატიურ საინფორმაციო ფონზე. მიუხედავად იმისა, რომ „შუქურას“ ინვესტორი და მენეჯმენტი აღიარებს დროებითი ფინანსური შეფერხებების ფაქტს, რასაც სუბიექტური და ობიექტური მიზეზები გააჩნია და მიუხედავად იმისა, რომ იდგმება ნაბიჯები ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად, დავალიანების გასასტუმრებლად და 2023-ის სეზონისთვის გუნდის მოსამზადებელი პერიოდის დასაგეგმად, გარე ძალები ცდილობენ კლუბის დისკრედიტაციას და „შუქურასთან“ დაკავშირებით არასასურველი მოლოდინების შექმნას.

ამასთან, ობიექტურობისათვის საჭიროა მეტი დეტალები გავაჟღეროთ.

გუნდში, ადმინისტრაცია და პერსონალიანად სულ 50-მდე ადამიანია დასაქმებული. გუნდის სახელფასო ყოველთვიური ბიუჯეტი 160,000 ლარი იყო. საშუალო ხელფასი ფეხბურთელებს 3,500 ლარი ჰქონდა. როცა იგივე ლიგაში საშუალო ხელფასი ₾1,000-იყო.

შესაბამისად წლის განმავლობაში გუნდში ინვესტიციამ უკვე 2 მილიონ ლარს მიაღწია.

გვსურს კატეგორიულად განვაცხადოთ, რომ „შუქურა“ არა თუ არ დაიშლება, არამედ ყველა პრობლემა ძალიან მალე გადაიჭრება და ჩვენი გუნდი განვითარების გზით გააგრძელებს სვლას. ახალი ინვესტორის მოსვლის შემდეგ ჩვენ დამაჯერებლად დავძლიეთ ლიგა-2-ის ბარიერი და ელიგაში აღვზევდით, მიღწეულზე შეჩერებას კი არ ვაპირებთ. კლუბის ინვესტორის მიზანია, ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრას ინფრასტრუქტურის საკითხი, რაც „შუქურას“ სამომავლო წარმატებებისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, მთავარი საფუძველი გახდება. მივმართავთ იმ „კეთილმოსურნეებს“, რომლებიც „შუქურას’ გარშემო აპოკალიპტური სურათის დახატვით საფეხბურთო საზოგადოება შეცდომაში შეგყავთ. თუ „შუქურას“ ბედი მართლაც გაინტერესებთ და გაღელვებთ, თავი შეიკავეთ ნაჩქარევი და უსაფუძვლო უარყოფითი დასკვნებისგან. ძალიან მალე ყველა დაინახავს, თუ რა დადებითი ძვრები განხორციელდება კლუბის განვითარების მიმართულებით.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის სექტემბრიდან მოყოლებული CrystalSport-ი იუწყებოდა, რომ „შუქურაში“ ფინანსური პრობლემები იყო. როგორც ბერიძე აღნიშნავს, ფეხბურთელებს 3 თვის ხელფასი და პრემია არ მიუღიათ, რომელიც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გადმოვლის შემთხვევაში უნდა მიეღოთ და რასაც მათი კონტრაქტი ითვალისწინებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გადმოსულ შუქურას ფეხბურთელებისა და მომსახურე პერსონალის დავალიანება აქვს
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გადმოსულ შუქურას ფეხბურთელებისა და მომსახურე პერსონალის დავალიანება აქვს