ქობულეთის შუქურა, ირაკლი ბერიძე
Aa
Aa

„ეს ყველანაირ ზღვარს სცდება“ - შუქურა დირექტორმა დატოვა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში აღზევებული ქობულეთის „შუქურა“ კლუბის დირექტორმა ირაკლი ბერიძემ დატოვა. კლუბში შექმნილი მძიმე ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ირაკლი ბერიძემ განცხადება გააკეთა, მან არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

ირაკლი ბერიძე: „კლუბმა ერთი ამოსუნთქვით გაიარა მთელი ჩემპიონატი, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის გამარჯვებული ვადაზე გაცილებით ადრე გახდა, რაც იმის შედეგი იყო, რომ ფეხბურთელები, მწვრთნელები, ადამინისტრაცია და კლუბის ყველა თანამშრომელი ერთიან ჯაჭვში იყო. ცდილობდნენ ყველაფერი გაეკეთებინათ ისე, რომ ეს შედეგი დამდგარიყო- როგორც ნახეთ დადგა.

ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბმა უდიდესი სამუშაო გასწიეს, რაც მათ მიმართ ადგილობრივი და ზოგადად ქვეყნის მასშტაბით „შუქურას“ გულშემატკივრების საყოველთაო სიმპატიით გამოიხატა. მადლობა სხვა  თანამშრომლებს, რომლებიც ცდილობდნენ ხელი შეეწყოთ გუნდის წარმატებაში.

რაც შეეხება შექმნილ ვითარებას, რომ არაფერი ვთქვათ ფეხბურთთან დაკავშირებული საორგანიზაციო და სამეურნეო საკითხების მოგვარებისას არსებულ სირთულეებსა და ხარჯებზე, სახელფასო დავალიანების პრობლემა არახალია... თუმცა წლის დასრულება ფეხბურთელების და სხვა თანამშრომლების მიმართ სამთვიანი სახელფასო დავალიანებით, კარს მომდგარი ახალი წლის დღეებში ყველანაირ ზღვარს სცდება.

მმართველი კომპანიისათვის კლუბის ფეხბურთელების და სხვა თანამშრომლების მიერ შეთავაზებული შემხვედრი ნაბიჯისა, რომ საახალწლოდ ნაწილობრივ მაინც გადაეჭრათ დავალიანების საკითხი, დაპირების მიუხედავად, არ შესრულდა.

ქალაქი ქობულეთი და ქობულეთის "შუქურა" არ იმსახურებდა ისეთ მოპყრობას, როგორის წინაშეც აღმოჩნდა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სრულად ვიზიარებ როგორც ფეხბურთელების, სხვა თანამშრომლების, ასევე ამ კლუბის ყველა გულშემატკივარის გულისწყრომას და სოლიდარობას ვუცხადებ მათ. მე, როგორც ამ კლუბის ხელმძღვანელი, ვტოვებ შპს საფეხბურთო კლუბი "შუქურას" დირექტორის თანამდებობას".

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის სექტემბრიდან მოყოლებული CrystalSport-ი იუწყებოდა, რომ „შუქურაში“ ფინანსური პრობლემები იყო. როგორც ბერიძე აღნიშნავს, ფეხბურთელებს 3 თვის ხელფასი და პრემია არ მიუღიათ, რომელიც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გადმოვლის შემთხვევაში უნდა მიეღოთ და რასაც მათი კონტრაქტი ითვალისწინებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შოუ დადგა და ჟოგო ბონიტო იყო“ - როგორ გამოეხმაურნენ ზურიკოს თამაშს
„შოუ დადგა და ჟოგო ბონიტო იყო“ - როგორ გამოეხმაურნენ ზურიკოს თამაშს