„გელით ჩვენს ქვეყანაში“ - სამხრეთ აფრიკელებმა რონალდუ მიიწვიეს
ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ ალ-ნასრში პრეზენტაციის დროს კურიოზულ სიტუაციაში გაეხვა.
37 წლის ფეხბურთელმა პრესკონფერენციის დროს საუდის არაბეთს შეცდომით სამხრეთ აფრიკა უწოდა:
„არ ვწუხვარ იმაზე, რომ ჩემი კარიერა სამხრეთ აფრიკაში გაგრძელდება. ამ თემაზე ხალხის აზრი არ მაინტერესებს“, - თქვა რონალდუმ.
კრიშტიანუს შეცდომა შეუმჩნეველი არ დარჩენიათ სამხრეთ აფრიკელებს და ტურისტულმა სააგენტო South Afican Tourism-მა პორტუგალიელი მაშინვე ქვეყანაში მიიწვია.
ორგანიზაციამ განცხადებაც გაავრცელა:
მოუთმენლად ველოდებით რონალდუს ჩამოსვლას. მოხარულნი ვიქნებით სამხრეთ აფრიკაში თქვენი ხილვით, ნებისმიერ დროს.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ ალ-ნასრთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა. მისი ანაზღაურება ოფიციალურად სეზონში 75 მილიონი დოლარი იქნება, თუმცა ელჩის სტატუსთან და სხვადასხვა კომერციულ აქტივობებთან ერთად წლიურად მისი შემოსავალი 200 მილიონი დოლარი იქნება.