მარკ ოვერმარსი
Aa
Aa

გულის შეტევა დაემართა - მარკ ოვერმარსი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ბელგიური „ანტვერპენის“ საფეხბურთო საქმეების დირექტორი, მარკ ოვერმარსი საავადმყოფოში იმყოფება. ბელგიური კლუბის ინფორმაციით, ნიდერლანდელს ინფარქტი დაემართა და ექიმების დახმარება დასჭირდა.

„მარკ ოვერმარსი გასულ ღამით შეუძლოთ შეიქმნა და მსუბუქი ფორმის ინფარქტის გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მარკი თავს კარგად გრძნობს და ჩვენ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. ოვერმარსსა და მის ოჯახს სურთ, მთელი ყურადღება სარეაბილიტაციო პერიოდზე გადაიტანონ და კომენტარის გაკეთება არ უნდათ. ჩვენი კლუბი მას სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს“, - ნათქვამია ბელგიური კლუბის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „ანტვერპენში“ გადასვლამდე, ოვერმარსი „აიაქსში“ მუშაობდა და ნიდერლანდური კლუბის დატოვება სკანდალურად მოუწია. ამსტერდამელთა თანამშრომლებმა მას ბრალი სექსუალურ შევიწროებაში დასდეს და განაცხადეს, რომ ოვერმარსი მდედრობითი სქესის თანამშრომლებს თავისი სასქესო ორგანოს ფოტოებს უგზავნიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბი ჩემთვის უმარტივესი მეტოქეა“ - სეხუდომ დვალიშვილზე ისაუბრა
„მერაბი ჩემთვის უმარტივესი მეტოქეა“ - სეხუდომ დვალიშვილზე ისაუბრა