პელე
Aa
Aa

პელეს გარდაცვალების გამო ბრაზილიაში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა

პელეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბრაზილიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

შესაბამისი განკარგულება, რომელიც ძალაში 29 დეკემბერს შედის, პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ გამოსცა.

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი პელე გუშინ 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

29 ნოემბერს ბრაზილიის ლეგენდარული ფეხბურთელი ჯანმრთელობის გაუარესების გამო საავადმყოფოში მოათავსეს. გარდა სიმსივნისა, მას თირკმლისა და გულის უკმარისობის დიაგნოზი დაუსვეს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქიმიოთერაპიამ, რომელიც პელემ გაიარა (მსხვილი ნაწლავის კიბოს მკურნალობის ფარგლებში), სასურველი შედეგის მიცემა შეწყვიტა.

ასევე დღეს გახდა ცნობილი, რომ პელეს ოჯახი „სანტოსს“ მალე ოფიციალურად მიმართავს, რომ 10-ნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალური განცხადება - რა გახდა პელეს გარდაცვალების მიზეზი
ოფიციალური განცხადება - რა გახდა პელეს გარდაცვალების მიზეზი