„ეცდება, რომ სან სიროზე თავისი კვალი ისევ დატოვოს“ - La Republicca კვარაზე
ცნობილი იტალიური გამოცემა, La Republicca „ინტერისა“ და „ნაპოლის“ მოახლოებულ დაპირისპირებაზე წერს, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობასაც ეხება.
სტატიის ავტორი „სან სიროზე“ „მილანისა“ და „ნაპოლის“ შეხვედრასაც იხსენებს და იმედოვნებს, რომ ქართველი ფეხბურთელი თავის კვალს „ინტერის“ წინააღმდეგაც დატოვებს. შეგახსენებთ, რომ „როსონერისთან“ კვარაცხელიამ თერთმეტმეტრიანის მოპოვება შეძლო.
რა წერია სტატიაში:
2-თვიანი პაუზის შემდეგ ნაპოლი სერია A-ში მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ დაბრუნდება. გუნდს უბრუნდება ჩემპიონიც, რომელმაც ბოლო 3 მატჩი ზურგის ტკივილის გამო გამოტოვა, თუმცა ტკივილები უკვე შორეული მოგონებაა. შეიძლება, ახლა კვარა თავის საუკეთესო ფორმაში არაა, მაგრამ ის სან სიროზე კვალის დატოვებას ინტერის წინააღმდეგ ეცდება. ამ სტადიონზე ის უკვე გამოირჩა „მილანთან“ მოპოვებული პენალტის ხარჯზე, რომელიც შემდეგ პოლიტანომ შეასრულა. ის კიდევ ერთხელ ეცდება ამის გამეორებას. დეკემბერში გამართულმა ამხანაგურმა მატჩებმა აჩვენა, რომ ის ჯერ კიდევ არ არის იმ მწვერვალამდე, როგორშიც ტრავმამდე იყო, მაგრამ კვარა ახლოს არის ისევ სხვაობის შექმნასთან.

შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირება 18 სექტემბერს გაიმართა და მაშინ სპალეტის გუნდმა მინიმალური სხვაობით, 1:2 მოიგო. „ინტერისა“ და „ნაპოლის“ შეხვედრა კი 4 იანვარს, საქართველოს დროით 23:45 საათზე შედგება.