„რაც მედიაში იწერება, სიცრუეა“ - ალ-ნასრის მფლობელმა ყველაფერი უარყო
ბოლო პერიოდში, კრიშტიანუ რონალდუს საუდის არაბეთში ტრანსფერზე აქტიურად იწერება. პორტუგალიელ ფეხბურთელს „ალ-ნასრის“ უკავშირებენ. გავრცელებული ინფორმაციით, არაბული კლუბი ფეხბურთელს 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, ანაზღაურების სახით კი წელიწადში 200 მილიონ ევროს აიღებს.
აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად ესპანურმა გამოცემა Marca-მ გაავრცელა, რომელშიც ეწერა, რომ 5-წლიანი კონტრაქტის გარდა, კრიშტიანუს 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის საუდის არაბეთის ელჩობასაც სთავაზობენ.
ცოტა ხნის წინ, „ალ-ნასრის“ პრეზიდენტმა, მუსლი ალ-მუამარიმ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.
რა თქვა ალ-მუამარიმ:
ეს სტატიები სიმართლეს არ შეესაბამება. თითქმის ყველაფერი, რაც მედიაში იწერება, სიცრუეა!
ცნობისთვის, ევროპულ მედიაში უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ალ-ნასრიმ“ რონალდუს სამედიცინო შემოწმება დაუნიშნა და კონტრაქტის გასაფორმებლად შესაბამისი დოკუმენტაციაც მოამზადა.
საინტერესოა, რომ ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ რონალდუ საუდის არაბეთში წავა.