„პატარა ქართველი დრიბლიორი“ - ფრანგული გამოცემის სტატია ზურიკოზე
ფრანგულმა სპორტულმა ვებგვერდმა, girondins4ever.com-მა, რომელიც „ბორდოს“ გულშემატკივართა საიტია, ქართველ ფეხბურთელს, ზურიკო დავითაშვილს სტატია მიუძღვნა. ავტორმა 21 წლის შემტევი დაახასიათა და იგი „პატარა ქართველ დრიბლიორად“ მოიხსენია.
„21 წლის ქართველი გარემარბი ბორდოში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს გადმოვიდა. ეს გარიგება ცოტათი მოულოდნელი იყო, რადგან ზურიკო ფართო მასებისთვის ცნობილი ფეხბურთელი არ ყოფილა. დავითაშვილი საქართველოს ნაკრების წევრია, რომელსაც ბორდოს ექს-თავკაცი, ვილი სანიოლი წვრთნის, და იგი ჩვენს გუნდში იჯარით იმყოფება.
ბორდოს ფლანგის გაძლიერება ესაჭიროებოდა და მიზანს მიაღწია. პატარა ქართველი გარემარბი ძალიან კარგი დრიბლიორია, ბურთთან ერთად მოქნილია და შესანიშნავი დარტყმა აქვს. მისი სისუსტე დამაგვირგვინებელი ფაზაა და ხანდახან თავს ზევით არ სწევს და გამოსავლის დანახვა ავიწყდება. მან სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო და შესანიშნავი დარტყმით, რომელმაც სტადიონი ფეხზე წამოაყენა, ბორდოს 3 ქულა მოუტანა. მომდევნო შეხვედრაში იგი გადამწყვეტი იყო და გამარჯვების მომტანი გოლის მომენტში, საგოლე გადაცემა მიითვალა. მაშინ ვთქვით, რომ ბორდომ პატარა მარგალიტი აღმოაჩინა, თუმცა შემდეგ დავითაშვილი ჩრდილში მოექცა, ისე, როგორც ბორდოს მთელი შეტევის ხაზი. მიუხედავად ამისა, ეჭვგარეშეა, რომ იგი სცენის წინა ნაწილს სწრაფად დაიბრუნებს და ამაზე ამხანაგურ მატჩებში ნაჩვენები თამაშიც მეტყველებს“, - წერს ფრანგული გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ლიგა 2-ის 15 ტურის შემდეგ, „ბორდო“ მე-2 ადგილს იკავებს და უმაღლესი დივიზიონის საგზურისთვის იბრძვის. ზურიკოს გუნდს 28 ქულა აქვს და მომდევნო მატჩი ლიდერ „ლე ავრთან“ ელის.