თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას დაბრუნება ვიტორიაში - თოკომ ყოფილ გუნდს 15 ქულა ჩაუგდო

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ ევროლიგის ეგიდით მე-15 შეხვედრა გამართა და „ბასკონიას“ დაუპირისპირდა. იტალიური კლუბი 79:90 დამარცხდა, ქართველმა კალათბურთელმა კი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ პარკეტზე 20 წუთზე ოდნავ მეტი გაატარა.

თოკო საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და აქტივში 15 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა. შენგელიამ 12-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 3-დან 2 სამქულიანი გამოიყენა და 1 ქულა საჯარიმო ხაზიდან აიღო.  თოკომ ბურთი 4-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ჯარიმა მიიღო.

„ვირტუს ბოლონიას“ რიგებში თოკოს გარდა, მარკო ბელინელი გამოირჩა, რომელმაც 15 ქულა გაიფორმა. ნიკოლო მანიონს 11 ქულა ჰქონდა და 10-ქულიანი ნიშნული სტუმართა მხრიდან, სხვას არავის გადაულახავს. „ბასკონიას“ რაც შეეხება, ვიტორიელთა მხრიდან საუკეთესო ვანია მარინკოვიჩი იყო - 22 ქულა. მაიკ კოცარმა და ტადაშ შედეკერსკისმა 12-12 ქულა დააგროვეს, სტივენ ენოქმა კი 10 ქულა გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ „ვირტუს ბოლონიას“ 6 მოგება და 9 წაგება აქვს. შენგელიას გუნდი ევროლიგაზე მომდევნო შეხვედრას „ფენერბაჰჩეს“ წინააღმდეგ, 30 დეკემბერს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ჯორჯიანა როდრიგესი: ეს წელი ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე იყო
ჯორჯიანა როდრიგესი: ეს წელი ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე იყო