ჯორჯიანა როდრიგესი: ეს წელი ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე იყო
კრიშტიანუ რონალდუს შეყვარებულმა ჯორჯიანა როდრიგესმა რთულ პერიოდზე ისაუბრა, რომელიც მას და რონალდუს შვილის გარდაცვალების შემდეგ ჰქონდათ.
რას ამბობს ჯორჯიანა:
ეს წელი ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე იყო. მშობიარობისას, უბედნიერესი მომენტი ყველაზე სევდიანი გახდა და ეს გრძნობა მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენთან დარჩება. ეს არის ყველაზე დიდი და ენით აღუწერელი ტკივილი, რომელსაც მშობელი გრძნობს.
ამ სიტუაციაში, ჩვენი გოგონას დაბადებამ მოგვცა სტიმული, რომ გარკვეული იმედით და მიზნით გაგვეგრძელებინა ცხოვრება. მხოლოდ ჩემს შვილებზე ვფიქრობდი, რადგან ისინი არიან ყველაზე მნიშვნელოვანნი. ყოველ ნაბიჯს, რომელსაც ვდგამ მხოლოდ მათი კეთილდღეობისთვის არის მიმართული.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს და ჯორჯიანა როდრიგესს ახალშობილი შვილი 18 აპრილს გარდაეცვალათ.
საგულისხმოა, რომ ტრაგედიიდან რამდენიმე თვის შემდეგ, რონალდუმ პირს მორგანთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ზაფხულში, მას ოჯახური პრობლემები ჰქონდა და კლუბისგან წინასასეზონო შეკრების დროს გათავისუფლება ითხოვა, თუმცა „მანჩესტერ იუნაიტედის“ წარმომადგენლებმა მას არ დაუჯერეს.