პრემიერ ლიგის მატჩებში VAR-მა 6 შეცდომა დაუშვა
ESPN-ის ინფორმაციით, პრემიერ ლიგის მსაჯებმა ვიდეორეფერის გამოყენებისას 6 შეცდომა დაუშვეს. ყოფილი ფეხბურთელებისგან და პრემიერ ლიგის ექს-არბიტრებისგან შექმნილმა პანელმა VAR-ის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება განიხილა და დასკვნა გამოიტანა.
ESPN-ის ცნობით, ერთ-ერთი შეცდომა გაბრიელ მარტინელის გოლის გაუქმება იყო. ამ უკანასკნელმა „მანჩესტერ იუნაიტედს“ გაუტანა და თავი მე-12 წუთზე გამოიჩინა. ლი მეისონმა მოედანზე მყოფ მსაჯს, პოლ ტირნის ურჩია, რომ „მეთოფეების“ გოლი ჯარიმის გამო გაეუქმებინა.
იგივე მოხდა, „ჩელსისა“ და „ვესტ ჰემის“ დაპირისპირებაში. მსაჯმა მაქსუელ კორნეს მიერ გატანილი გოლი გააუქმა, რადგან ჯაროდ ბოუენი ედუარ მენდიზე დაჯარიმდა. შეცდომები იყო, „ნიუკასლისა“ და „კრისტალ პალასის“, „კრისტალ პალასისა“ და „ასტონ ვილას“, „ფულემისა“ და „ასტონ ვილას“ და „ნოტინგემისა“ და „ბრენტფორდისა“ დაპირისპირებაში.
ESPN-ის ინფორმაციას ბრიტანელ ქომაგთა შორის დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გულშემატკივრებმა ვიდეორეფერის დასცინეს და განაცხადეს, რომ სწორი გადაწყვეტილების მისაღებად VAR-იც არაა საკმარისი.