პელეს ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა
82 წლის პელეს ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა. როგორც მოგეხსენებათ, „ფეხბურთის მეფე“ მსხვილი ნაწლავის სიმსივნეს ებრძვის და ჰოსპიტალში იმყოფება.
სან პაულოს კლინიკის განცხადების მიხედვით, თირკმელებისა და გულის ფუნქციის დარღვევის ფონზე პელეს უფრო ინტენსიური მოვლა სჭირდება.
„29 ნოემბერს ჰოსპიტალიზებულს რექტალური კიბოსთვის ქიმიოთერაპიის კურსის კორექტირებისთვის და რესპირატორული ინფექციის სამკურნალოდ ედსონ არანტეს დო ნასიმენტოს (პელე) აქვს სიმსივნის უარყოფითი ტენდენცია და ამიტომ მას სჭირდება უფრო ინტენსიური მკურნალობა. თირკმელებისა და გულის დისფუნქციის გამო“,
- ნათქვამია კლინიკის განცხადებაში.
პელე ნოემბრის ბოლოდან სან პაულოში, ალბერტ აინშტაინის სახელობის ჰოსპიტალში იმყოფება. მკურნალობის დროს მას ასევე რესპირატორული ინფექცია დაუდგინდა.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პელე წლევანდელ შობას ჰოსპიტალში შეხვდება.