გიორგი შერმადინი, ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინის 8 ქულა - ტენერიფე დამარცხდა, მაგრამ ჯგუფიდან გავიდა

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მორგ ტურში ლენოვო „ტენერიფე“ „რიტასს“ ესტუმრა და 78:85 დამარცხდა.

სუსტი მატჩი ჰქონდა გიორგი შერმადინს, რომელიც ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 10 წუთი და 48 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში მან 8 ქულას და 3 მოხსნას მოუყარა თავი.

შერმადინმა 2-ჯერ საკუთარ ფარზე მოხსნა, ხოლო ერთხელ მეტოქის. 3-ქულიანი კი არ უსვრია. „ტენერიფეს“ მხრიდან ყველაზე გამორჩეული ესპანელი ფერნანდესი იყო, რომელმაც 21 წუთში 14 ქულა და 1 მოხსნა დააგროვა.

შეგახსენებთ, რომ ამ წაგების შემდეგ ვიდორეტას გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში 10 ქულით მაინც ლიდერი დარჩა და ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა. შემდეგ მატჩს „ტენერიფე“ ACB ლიგაში 30 დეკემბერს „გრანადას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესამე ქართველი სერია A-ში? ჯენოა მიქაუტაძეს აკვირდება
მესამე ქართველი სერია A-ში? ჯენოა მიქაუტაძეს აკვირდება