ატლეტიკო, ვულვზი, მატეუშ კუნია
Aa
Aa

თითქმის ყველაფერი შეთანხმებულია - კუნია პრემიერ ლიგაში მიდის

მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მათეუს კუნიამ თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და ის „ალბისელესტეს“ ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი იყო.

როგორც მოგეხსენებათ, 23 წლის შემტევი ამჟამად მადრიდის „ატლეტიკოს“ ღირსებას იცავს. მისით კი პრემიერ ლიგიდან დაინტერესდნენ და დიდი ალბათობით კუნია კარიერას სწორედ ინგლისში გააგრძელებს.

გამოცემა Relovo-ს ჟურნალისტი მეთიუ მორეტო ამ საკითხთან დაკავშირებით, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ „ვულვერჰემპტონსა“ და „ატლეტიკოს“ შორის კუნიას თაობაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. მხარეები თითქმის ყველაფერზე შეთანხმდნენ. ხვალინდელი დღე გადამწყვეტი იქნება. ხვალ გაირკვევა კუნია ოფიციალურად გაიყიდება, თუ იჯარის წესით გადავა „მგლებში“. სატრანსფერო ღირებულებად 45-50 მილიონი ევრო სახელდება.

შეგახსენებთ, რომ კუნია „როხიბლანკოს“ 2021 წელს შეუერთდა. 2021 წლიდან დღემდე, მან მადრიდული კლუბის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 54-ჯერ მოირგო, 7 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისტორიული სამართალი აღსრულდა“ - ლაპორტა მესის ულოცავს
„ისტორიული სამართალი აღსრულდა“ - ლაპორტა მესის ულოცავს