ლივერპული, ფიორენტინა, იურგენ კლოპი, სოფიან ამრაბატი
Aa
Aa

კლოპის პრიორიტეტია - ლივერპულმა ამრაბატთან მოლაპარაკება დაიწყო

კატარის მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი სოფიან ამრაბატი გახლავთ. მაროკოელმა ნახევარმცველმა თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა და ის უმალ ევროპული გრანდების ინტერესის ქვეშ მოექცა.

გავლენიანი გამოცემა Footmercato გვამცნობს, რომ 26 წლის ფეხბურთელი პირადად იურგენ კლოპის პრიორიტეტია და მის აგენტთან კომუნიკაცია უკვე დაამყარა. ამავე წყაროს ცნობით, გერმანელი სპეციალისტი გაჩერებას არ აპირებს და ამრაბატის გადასაბირებლად ყველაფერს გააკეთებს.

ასევე, სოფიანის გარემოცვა კლუბის წარმომადგენლებს უკვე შეხვდა და ტრანსფერის შესაძლო განხორციელების საკითხი განიხილეს. Footmercato იმასაც წერს, რომ ამრაბატის გადაბირება „ტოტენჰემსაც“ სურს, მაგრამ თავად ფეხბურთელი „ლივერპულს“ ამჯობინებს.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, Relovo-ს ჟურნალისტმა ტონი ხუანმარტიმ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ „ფიორენტინას“ ნახევარმცველის შეძენით „ბარსელონა“ ინტერესდება. კატალონიური გრანდი მზად არის 40 მილიონი ევრო გადაიხადოს.

შეგახსენებთ, რომ ამრაბატი 2020 წლიდან „ფიორენტინას“ საკუთრება გახლავთ. 2020 წლიდან დღემდე, სოფიანმა იტალიური კლუბის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 78-ჯერ მოირგო და 1 გოლი გაიტანა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუ ლიგა 1-ში? - მოლაპარაკებები დაწყებულია
რონალდუ ლიგა 1-ში? - მოლაპარაკებები დაწყებულია