ჩელსი, ბარსელონა, ნგოლო კანტე
Aa
Aa

წინასწარი შეთანხმება შედგა - კანტე ბარსელონასთან ერთ ნაბიჯშია

ნგოლო კანტემ მსოფლიო ჩემპიონატზე ტრავმის გამო ვერ იასპარეზა, მაგრამ ახლა ყურადღების ცენტრში მაინც მოხვდა. გავლენიანი გამოცემა SPORT ფრანგ ნახევარმცველზე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 31 წლის ნახევარმცველით კატალონიის „ბარსელონა“ ინტერესდება. მეტიც, მხარეებს შორის წინასწარი შეთანხმება შედგა და 2023 წლის ივნისში კანტე კატალონიურ გრანდს შეუერთდება.

ამ ფაქტს რეალურს სხვა ფაქტორიც ხდის. კანტემ არაერთხელ განაცხადა, რომ „ჩელსისთან“ ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს. „ბარსელონა“ კი უფრო მეტად თავისუფალი აგენტებით ინტერესდება.

შეგახსენებთ, რომ სერხიო ბუსკეტსმა სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ვეტერან ესპანელს ბარსასთან კონტრაქტი მომავალი წლის ივნისში ეწურება და თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ „ბლაუგრანამ“ სერხიო ნგოლოთი ჩაანაცვლოს.

ცნობისთვის, კანტე „არისტოკრატებს“ 2016 წელს „ლესტერიდან“ შეიცვალა. დღემდე, ფრანგმა ნახევარმცველმა „ჩელსის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 262-ჯერ მოირგო, 13 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუ ლიგა 1-ში? - მოლაპარაკებები დაწყებულია
რონალდუ ლიგა 1-ში? - მოლაპარაკებები დაწყებულია