ამარე სტაუდმაიერი
Aa
Aa

შვილს დაარტყა და დაასისხლიანა - ამარე სტაუდმაიერი დააკავეს

„ფინიქს სანსის“ ყოფილი ვარსკვლავი, ამარე სტაუდმაიერი, რომელიც NBA-ში 15 წლის განმავლობაში ასპარეზობდა, დააკავეს. ეს ინფორმაცია მაიამის პოლიციამ გაავრცელა და მისი დაპატიმრება კვირას დილით მოხდა, თუმცა გირაოს სანაცვლოდ უკვე გაათავისუფლეს.

დაკავების მიზეზი შვილზე ფიზიკური ძალადობაა. როგორც ირკვევა, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ამარემ თავის შვილს უთხრა, რომ დედის მიმართ უპატივცემულობას იჩენდა. გოგონამ ეს უარყო, რამაც სტაუდმაიერი გააღიზიანა. მან თქვა: „ისევ სიტყვებს მიბრუნებ“, ქალიშვილს სახეში დაარტყა და დასისხლიანებული დატოვა.

პოლიციის მოხსენების მიხედვით, როცა სამართალდამცველები მის სახლში მივიდნენ, სტაუდმაიერმა მათ განუცხადა, რომ დამწუხრებული იყო, მაგრამ ეს იმიტომ გააკეთა, რომ მისმა შვილმა მოიტყუა და უპატივცემულობა გამოიჩინა. ამის შემდეგ კი დუმილის უფლება გამოიყენა.

შეგახსენებთ, რომ 2002-03 წლების სეზონში, სტაუდმაიერი წლის საუკეთესო ახალგაზრდა გახდა და „ფინიქს სანსის“ რიგებში ბრწყინავდა. არიზონაში მან 8 წელიწადი გაატარა, შემდეგ კი „ნიუ იორკ ნიქსს“ შეუერთდა, სადაც 5 წელიწადი ითამაშა. NBA-ში იგი საშუალოდ 18.9 ქულასა და 7.8 მოხსნად აგროვებდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
დემბელე მიწასთან გაასწორეს - LEquipe-მა ფინალური მატჩის შეფასებები შემოგვთავაზა
დემბელე მიწასთან გაასწორეს - LEquipe-მა ფინალური მატჩის შეფასებები შემოგვთავაზა