რაფაელ ვარანი, საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

„იმედგაცრუებულები, მაგრამ ამავდროულად ამაყები ვართ“ - ვარანი ფინალის შემდეგ

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, პენალტების სერიაში გაიმარჯვა.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 2:2 მორჩა, დამატებით ტაიმებში გუნდებმა ერთმანეთის კარში თითო-თითო ბურთი გაიტანეს, საბოლოოდ კი თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა, რომელშიც უფრო ძლიერი ლიონელ სკალონის გუნდი აღმოჩნდა და შესაბამისად, არგენტინამ ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონობა მესამედ იზეიმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საფრანგეთის ნაკრების მცველმა, რაფაელ ვარანმა განვლილი მატჩი შეაფასა.

რა თქვა ფეხბურთელმა:

რა თქმა უნდა, ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. მთელი ტურნირის განმავლობაში ყველაფერი მივიღეთ და ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოგვიწია.

დღეს, ერთი საათის განმავლობაში თამაშგარეთ ვიყავით, მაგრამ ბოლოს მოგება შეგვეძლო. ვამაყობ ამ გუნდით და იმით, რომ ფრანგი ვარ. მოედანი თავაწეულებმა დავტოვეთ.

ჩვენ მაშინ დავბრუნდით თამაშში, როდესაც ეს ყველაზე რთული იყო. მესამე გოლის შემდეგ ანგარიში ძალიან სწრაფად გავათანაბრეთ, შემდეგ კი უკეთეს ფიზიკურ კონდიციებში ვიყავით. ბოლომდე მივაწექით და გვჯეროდა, რომ გოლს გავიტანდით.

მატჩი, რომელიც ჩვენთვის ძალიან ცუდად დაიწყო, ბოლოს კინაღამ რადიკალურად შემოტრიალდა. გუნდმა ძალიან ძლიერი ფსიქოლოგიური ძალა გამოიჩინა და ამას შედეგის გარეშე არ ჩაუვლია. ამ ძალამ მოგვცა შესაძლებლობა თამაშში დაბრუნების. იმედგაცრუებულები, მაგრამ ამავდროულად ამაყები ვართ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრებმა ზედიზედ ორ მუნდიალზე შეძლო ფინალში გასვლა. დიდიე დეშამის ხელმძღვანელობით გუნდი 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, 2022 წლის მუნდიალზე კი ვერცხლის მედლებს დასჯერდა.

რაც შეეხება არგენტინას, ლიონელ სკალონის გაწვრთნილმა გუნდმა ისტორიაში მესამედ იზეიმა მსოფლიო ჩემპიონობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უნიკალური შემთხვევა - დეშამმა ფინალში 7 ფეხბურთელი შეცვალა
უნიკალური შემთხვევა - დეშამმა ფინალში 7 ფეხბურთელი შეცვალა