გარეთ საუთგეიტი
Aa
Aa

საუთგეიტი რჩება - ინგლისის ნაკრებს ევრო 2024-ზეც გაწვრთნის

ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია გარეთ საუთგეიტთან თანამშრომლობას აგრძელებს, 52 წლის სპეციალისტი ინგლისის ეროვნულ ნაკრებს ევრო 2024-ზეც უხელმძღვანელებს, კატარის მუნდიალზე წარუმატებელი გამოსვლის მიუხედავად საუთგეიტი პოსტზე რჩება, რაც ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ოფიციალურად დაადასტურა.

საუთგეიტი 2013-16 წლებში ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებს წვრთნიდა, 2016 წლიდან - ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელია. 2018 წლის მუნდიალზე ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა მე-4 ადგილი ადგილი დაიკავა, ევრო 2020-ის ფინალში კი იტალიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

რაც შეეხება 2022-ის მუნდიალს, 1/4-ფინალში ინგლისი საფრანგეთთან 1:2 დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა. არსებობდა ვარაუდი, რომ გარეთი პოსტს დატოვებდა, თუმცა საბოლოოდ დარჩენა გადაწყვიტა და თანამშრომლობის გაგრძელებით ორივე მხარე მოხარულია.

საუთგეიტს ინგლისის ფეხბურთის ასოციაციასთან მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის დეკემბრამდე აკავშირებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რონალდუ მუნდიალის იმედგაცრუებაა, მესი საპირისპირო“ - მათეუსმა კრიშტიანუ გააკრიტიკა
„რონალდუ მუნდიალის იმედგაცრუებაა, მესი საპირისპირო“ - მათეუსმა კრიშტიანუ გააკრიტიკა