უარი პრეზიდენტს - ბენზემა მაკრონის მიწვევას არ დათანხმდა
ESPN-ის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქარიმ ბენზემა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალზე დაპატიჟა, თუმცა ფეხბურთელისგან უარყოფითი პასუხი მიიღო.
მიმდინარე კვირაში Relevo-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით „რეალმა“ ბენზემას კატარში გამგზავრების უფლება მისცა, მაგრამ ფრანგი თავდამსხმელი დოჰაში ჩასვლას არ აპირებდა. კარიმის აზრით, ალოგიკური იქნებოდა, რომ მხოლოდ ერთ შეხვედრაში, ისიც ფინალში ეთამაშა და ამას დიდიე დეშამის მიერ გაკეთებული კომენტარებიც დაემატა.
ესპანური გამოცემის მიხედვით, ბენზემა თვლის, რომ „სამფეროვნების“ თავკაცი მასზე „ცივად“ საუბრობს, რაც კარიმს დიდ ტკივილს აყენებს. სწორედ ამიტომ, ბენზემა კატარში მედლის მისაღებადაც არ ჩავა.
შეგახსენებთ, რომ კარიმს ბოლო 1 თვის განმავლობაში ბარძაყის კუნთის ტრავმა აწუხებდა, რის გამოც „რეალის“ ბოლო დროინდელი დაპირისპირებები გამოტოვა. აღსანიშნავია, რომ ვეტერანი ფრანგი კატარში დაზიანებით გაემგზავრა და სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით სპეციალური პროგრამით ვარჯიშობდა. გუნდს კი ტურნირის დაწყებამდე შეუერთდა და მოგვიანებით, დადასტურდა, რომ მუნდიალზე ვერ ითამაშებდა.