Corriere dello Sport: "იუვე" დიბალას არ გაუშვებს!
იტალიური Corriere dello Sport-ის თქმით, ტურინის „იუვენტუსი“ პაულო დიბალას გაყიდვას 100%-ით გამორიცხავს.
გავრცელებული ცნობებით, „ბარსელონა“ ნეიმარის გასხვისების შემდეგ, „იუვენტუსისთვის“ დიბალას სანაცვლოდ 130-140 მილიონი ევროს შეთავაზებას აპირებს.
იტალიელები ყველა წინადადებას დაბლოკავენ, თანაც დიბალამ აპრილში „ბებერ ქალბატონთან“ ახალი კონტრაქტი გააფრომა, რომლის თანახმადაც, „იუვენტუს სთედიუმზე“ 2022 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩეს.