Aa
Aa

ნეიმარის ემოციური მიმართვა (ვიდეო + ტექსტი ქართული გახმოვანებით)

ნეიმარმა "ბარსელონადან" წამოსვლის შემდეგ, სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ის ესპანეთიდან წასვლის მიზეზებზე საუბრობს და "ბარსას" ემშვიდობება.

"რაღაც დავწერე რისი თქმაც თქვენთვის მინდა.

სპორტსმენის ცხოვრება გამოწვევებითაა აღსავსე. ზოგიერთი თავისით გვეძლევა, დანარჩენი კი ჩვენი შრომისა და გადაწყვეტილებების ნაყოფია, რათა ჩვენი კარიერა ჩრდილქვეშ არ მოექცეს. კარიერა, რომელიც რთული და ხანმოკლეა.

ბარსელონა ჩემთვის გამოწვევაზე მეტი იყო. ეს იყო იმ ბავშვის ოცნება, რომელიც კლუბის ვარსკვლავებით ვიდეოთამაშებს თამაშობდა. კატალონიაში 21 წლის ასაკში, სავსე გამოწვევებით ჩავედი. ახლაც მახსოვს კლუბში ჩემი პირველი დღეები. ისეთი კერპებით სავსე გასახდელი, როგორებიც მესი, ვალდესი, ჩავი, ინიესტა, პუიოლი, პიკე, ბუსკეტსი და ბევრი სხვაა.

ჩემპს პირველ მატჩს ველოდებოდი კლუბში, რომელიც კლუბზე მეტია. ბარსელონა ერია, რომელიც კატალონიას წარმოადგენს. მე წილად მხვდა პატივი მეთამაშე საუკეთესო სპორტსმენთან ერთად ვინც კი ოდესმე ჩემს ცხოვრებაში მინახავს და დარწმუნებული ვარ, სანამ ცოცხალი ვარ ვეღარასდროს ვნახავ მის მსგავს სპორტსმენს - ლეო მესი!იგი მოედანზეც და მის გარეთაც ჩემი მეგობარია. დიდი პატივი იყო შენთან ერთად თამაში.

მესისთან და სუარესთან ერთად სამეული შევქმენი, რომელმაც ისტორია დაწერა. მოვიგეთ ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა, ვიცხოვრეთ დაუვიწყარი მომენტებით, ვიცხოვრეთ ქალაქში, რომელიც ქალაქზე მეტია, ეს სამშობლოა. მიყვარს ბარსელონა და მიყვარს კატალონია, თუმცა როგორც სპორტსმენს ახალი გამოწვევები მჭირდება.

ცხოვრებაში მეორედ შევეწინააღმდეგე მამაჩემს. მამა მე მესმის შენი და პატივს ვცემ შენს აზრს, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მივიღე და გთხოვ მხარი დამიჭირო, როგორც ამას ყოველთვის აკეთებ.

„მაშინ იყავი ღმერთან ერთად და იყავი ბედნიერი. კარგი შვილო. მაგრამ გაიქეცი. გკოცნი და მეც შენთან ერთად მოვრბივარ!“

ბარსელონა და კატალონია ყოველთვის ჩემს გულში იქნება, მაგრამ ახალი გამოწვევები მჭირდება. დავთანხმდი "პსჟ"-ს შემოთავაზებას, რათა ახალ მწვერვალებს მივაღწიო და დავეხმარო კლუბს მოიგოს ის თასები, რომლებიც გულშემატკივრებს უნდათ. მათ დამანახეს უფრო გაბედული კარიერის გეგმა და ვგრძნობ, რომ მზად ვარ ეს გამოწვევა მივიღო.

დიდ მადლობას ვუხდი "ბლაუგრანას" საოცარ გულშემატკივრებს და დიდებულ სპორტსმენებს, რომლებისგანაც ბევრი რამ ვისწავლე. ვგრძნობ ჩემს გულში, რომ ახლა წასვლის დროა.

მომავალი წლების განმავლობაში ჩემი სახლი "პსჟ" იქნება და მე ბევრს ვიმუშავებ, რომ ის იმედები გავამართლო, რაც ჩემს მიმართ აქვთ. თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს, ვინც ჩემთან ერთად 2009 წლიდან არიან - გულშემატკივრების, მეგობრების და პროფესიონალების, ვინც ჩემთან და ჩემს ოჯახთან არიან, რომლებმაც უამრავი პრობლემა გადაიტანეს, რაც ჩემი კარიერული ზრდის პერიოდში არსებობდა.

დღეს თქვენ მშვიდობას იმსახურებთ. ეს ძალიან რთული გადაწყვეტილებაა, მაგრამ შევძელი მიმეღო იმ გამოცდილების წყალობით რაც 25 წლის განმავლობაში დავაგროვე. "ბარსელონა", ძალიან დიდი მადლობა. პარიზო, ჩამოვედი! ღმერთმა დაგვლოცოს და დაგვიფაროს". - ასეთია ნეიმარის წერილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები